.ყველას სჭირდება ვებგვერდი

მსოფლიო ქსელი ყველასთვის ნებისმიერი ბიზნესის შესახებ ინფორმაციის მოძიების, იდენტიფიცირებისა და შესწავლის პირველწყარო გახდა. თქვენი კომპანიის სიდიდის მიუხედავად, Web Studio Lab-ის გუნდი მიზნად ისახავს, თქვენს ვებგვერდზე სრულად წარმოაჩინოს თქვენი ორგანიზაციის ხასიათი და ინდივიდუალიზმი. თანამედროვე ცხოვრების სწრაფი ტემპის პირობებში, აუცილებლია, თქვენი ვებგვერდი მობილურ მოწყობილობებთან თავსებადიც იყოს...

webstudiolab-design-photo-edit

.პროცესი

ჩვენ დეტალურად ვეცნობით თქვენს იდეებს, კომპანიას, პროექტს,მიზნობრივ აუდიტორიასა და ამოცანებს. ჩამოწერეთ თქვენი ხედვები, შექმენით მონახაზები ან სხვა ფორმით წარმოადგინეთ ის, რაც გსურთ, რომ თქვენს ვებგვერდზე იხილოთ.  ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავიგოთ მეტი თქვენს ბიზნესზე, თქვენს საჭიროებებსა და ხედვებზე. რათა ამის საფუძველზე ჩამოვაყალიბოთ და შევქმნათ თქვენი პროექტის სტრუქტურა – სტრატეგიული ხედვის, განვითარების ეტაპებისა და დროის მიხედვით. ამავდროულად ვიმუშავებთ, მომხმარებლის გამოცდილების ჩამოყალიბებაზე, რომელიც  მარტივ ნავიგაციასა და გამოყენების კომფორტზე იქნება დაფუძნებული.

webstudiolab-design-in-print

.იდენტურობა

ყოველი პროექტი უნიკალურია, ამიტომ თითოეულ მათგანს ჩვენ ინდივიდუალურად ვუდგებით. ვუთმობთ შესაბამის დროსა და ყურადღებას, რათა შევქმნათ პროდუქტი, რომელიც გამოხატავს თქვენს ღირებულებებს და მიზნობრივი აუდიტორიისთვის თქვენს ინდივიდუალურობას  წარმოაჩენს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვებგვერდმა ერთდროულად გადმოსცეს როგორც კომპანიის ხასიათი, ისე თქვენი მსოფლიოსადმი გზავნილი.  გამოიყენეთ ჩვენი გრაფიკული დიზაინერების შემოქმედებითი პოტენციალი და შექმენით ელეგანტური და ბუტიკის ტიპის,დახვეწილი ვებგვერდი.

.TESTIMONIALS

.Thanking you for all your caring hard work and getting us to launch the website
.Mark .A - .Hadassah UK
.Dani goes beyond the call of duty to have got us where we are today .It makes all the difference
.Prosper .B - Creme de la Creme
.The only team we turn to for our design and website needs .Always providing us with great results - driven towards our success
.Marcus .K - K2 Property
.Always available to guide us with updating and editing the website .We much appreciate the creation of a system that the less tech savvy can use
.Joseph .C - Joseph Cohen Antiques
.We got the company off the ground in conjunction with the website .Which was only possible with the devotion and commitment we received
.Raphi .L - K9 Consulting
webstudiolab-design-discussion

.განვითარება

ჩვენ გვყავს კოდირების სფეროში გამოცდილი სპეციალისტები, რომლებიც მზად არიან პროექტისთვის შეიმუშაონ და დანერგონ თქვენს საჭიროებებზე მორგებული ფუნქციონალი და სპეციფიკური მახასიათებლები. მსოფლიო ონლაინ ქსელში თქვენი ბიზნეს სივრცის ფუნქციონირებისთვის,  ჩვენ პიქსელებსა და კოდირებას წარმატებით ვიყენებთ. შემდეგ ეტაპზე ვიწყებთ დეტალური ტესტირების პროცესს, რაც საშუალებას გვაძლევს ბოლო შტრიხების დატანით მოვამზადოთ პროექტი საბოლოო გაშვებისთვის. მარტივად რომ ვთქვათ – „ჩვენ ვქმნით იმას, რაც რეალურად მუშაობს “, რაც ნიშნავს იმას, რომ აღარ დაგჭირდებათ ტექნიკურ მხარეზე ფიქრი და მხოლოდ თქვენს ბიზნესის მართვაზე კონცენტრირება შეგეძლებათ.

webstudiolab-design-developing

.ჩარჩო

თუ გსურთ კორპორატიული სტილი, კომერციული ონლაინ მაღაზია ან პორტფოლიოს ტიპის ვებგვერდი, რომელიც თქვენს საქმიანობას ეფექტურად წარმოაჩენს, ჩვენ მზად ვართ შემოგთავაზოთ ეს და ბევრად მეტი:

ინდივიდუალურად შექმნილი ვებგვერდის დიზაინი - მორგებული თქვენს მიზნობრივ აუდიტორიაზე და შექმნილი თქვენი პროდუქციისა და მომსახურების სპეციფიკის გათვალისწინებით

კონტენტის მართვის მძლავრი სისტემები – (CMS)  - უზრუნველყოფს მარტივ და მოქნილ გზას თქვენი ვებგვერდის განახლებისა და რედაქტირებისთვის

ანალიტიკა - გეხმარებათ დააკვირდეთ მომხმარებლის ქცევას და გაარკვიოთ, როგორ პოულობენ ისინი თქვენს ვებგვერდს

.WILLIAM'S WEBSITE