.სპეციალურად თქვენთვის
ყველას სურს ჰქონდეს რაღაც უნიკალური — როგორც საკუთარი თავისთვის, ისე საკუთარი ბიზნესისთვის. Web Studio Lab-ში ჩვენ მზად ვართ დეტალურად შევისწავლოთ თქვენი საქმიანობა და გავიგოთ, რა არის მნიშვნელოვანი თქვენი ონლაინ არსებობისთვის. საქმე მხოლოდ ონლაინ შეძენას ან ინტერნეტში გაყიდვას არ ეხება - მთავარია, რომ თქვენი ბრენდი გამოირჩეოდეს. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ დეტალებსა და იმას, რომ ინდივიდუალური დიზაინი თვალშისაცემი გახდეს.

.ბუტიკი
ჩვენ ნებისმიერი ინდუსტრიისთვის დიზაინის თანამედროვე და მომავლისთვის მორგებულ მოდელებს ვავითარებთ, მათ შორის, eCommerce სტრატეგიებისთვის. საძიებო სისტემებისთვის ოპტიმიზირებული ვებგვერდების ფუნქციონალის ჩამოყალიბებამდე, ჩვენ ვხვდებით და თქვენს მოთხოვნებსა და ხედვებს განვიხილავთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს სფერო მუდმივად ცვალებადია - ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას მართოთ თქვენი ციფრული სივრცე და განსაზღვროთ განვითარების მიმართულება.

.გენიალურობა სიმარტივეშია
თქვენი ადმინისტრაციული პანელი უნდა იყოს მარტივი და ფუნქციური. არ არსებობს გამართლება იმგვარი სისტემისთვის, რომლის გასაგებად CERN-ის მეცნიერია საჭირო. მნიშვნელოვანია, რომ თქვენი პლატფორმა კარგად გესმოდეთ — ის თქვენთვისაა შექმნილი! ჩვენ ვიცავთ მარტივ და ინტუიციურ დიზაინს, რომელიც თქვენს საიტზე სრულ კონტროლს გაძლევთ. გარდა ამისა, ჩვენ ვქმნით თქვენზე მორგებულ სისტემას, რომელიც გაწვდით თქვენთვის აქტუალურ მონაცემებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია eCommerce-სთვის — შეგიძლიათ მართოთ შეკვეთები, პროდუქციის მარაგები, მომხმარებლის ქცევა, სურათები, ფასები და სხვა.
.WILLIAM'S WEBSITE

.კონტენტის მართვის სისტემა
დღესდღეობით კონტენტის მართვის სისტემა CMS ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული ტერმინია... ყველა კომპანიას სურს, თავად აკონტროლოს საკუთარი ვებგვერდი. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელს აჯერებენ, რომ ეს პროცესი ამარტივებს ყველაფერს და წინსვლის საშუალებას იძლევა, ჩვენ Web Studio Lab-ში განსხვავებული, გულწრფელი მიდგომა გვაქვს. ყოველი კონტენტის მართვის სისტემა არ არის მარტივი გამოსაყენებელი – მიუხედავად იმისა, მათი მთავარი მიზანი სწორედ ესაა. Web Studio Lab ქმნის ისეთ პროცესს, რომელიც გაძლევთ მართვის თავისუფლებას ზედმეტი დეტალებისა და გადატვირთული back-end-ის გარეშე.
დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით უილიამის ვებგვერდის ვიდეოს.

.ხარისხიანი შედეგები
ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ იმას, რომ თქვენი ვებგვერდი იყოს უნიკალური და ორიგინალური. ის წარმოადგენს თქვენს ბრენდს, ვიზუალს და ხედვას. ამიტომ მნიშვნელოვანია, გავიგოთ თქვენი ხედვა და მოლოდინები - ხოლო ტექნიკურ დეტალებზე ჩვენ ვიზრუნებთ. შედეგად კი იღებთ ზუსტად იმას, რაც გსურდათ - მხოლოდ უკეთესს.

